workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ვენგერი: თუ “ბარსა” პრემიერ ლიგას შეუერთდება, ეს ტურნირი ბევრად რთული გახდება

ვენგერი: თუ “ბარსა” პრემიერ ლიგას შეუერთდება, ეს ტურნირი ბევრად რთული გახდება

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, “ბარსელონა” ლა ლიგას დატოვებს და რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატს, მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგას შეუერთდება.

ამ თემაზე ისაუბრა “არსენალის” მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა. მისი აზრით “ბარსელონას” დამატება ქვეყნის ჩემპიონატს ბევრად უფრო გაართულებს.

“თუ “ბარსელონა” პრემიერ ლიგაში ითამაშებს, კატალონიურ ენას ვისწავლი.

არ ვფიქრობ, რომ მოვლენები ისე შორს წავიდა, რომ ამის აუცილებლობა დადგეს, მაგრამ თუ კატალონიელები შემოგვიერთდებიან, ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმაზე ბევრად ძნელი იქნება, ვიდრე ახლაა.

ვენგერმა ისიც აღნიშნა, რომ თუ პრემიერ ლიგა გაფართოებაზე ფიქრობს, ახალი გუნდები უფრო ახლოს, მაგალითად, შოტლანდიაში უნდა ეძებოს.

“თუ ინგლისის ჩემპიონატი გაფართოვდება, 20 გუნდიანი სისტემის შეცვლა და კიდევ რამდენიმე ადგილის დამატება გახდება საჭირო. არ ვფიქრობ, რომ პირველი გუნდი, რომელიც შემოგვიერთდება, აუცილებლად “ბარსელონა” უნდა იყოს, თუმცა საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ იასპარეზებდნენ კატალონიელები ჩვენთან,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • mesi_10
    schedule 03 ოქტ 2017, 01:23
    #4

    პრემიერ ლიგის რა ვთქვა მარა ლიგა ერთი უფრო რეალური და ლოგიკური ვარიანტი იქნება მაგრამ ერთს ვიტყვი რო მადრიდი არ დაუშვებს კატალონიის დაკარგვას და არც რეფერენდუმს ცნობს კანონიერათ ასე რომ ეს სიტუაცია ახლა კი არის ნამეტანი აჟიტირებული მარა ყველაფერი დროის ამბავია და მალე მოკეტავენ ეს ახვარი კატალონიელები. მე უბრალოთ ბარსას პონტში არ მინდა კატალონიის გამოყოფა რადგან გუნდი დაზარალდება მსგავსი მოვლენით თორე იმის გარანტია რომ იყოს ბარსა 100%-ით რო დარჩება ლა ლიგაში თუნდაც კატალონია გამოეყოს მაშინ სარი უთხრიათ ტრაკში ყველა კატალონიელს.

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 02 ოქტ 2017, 23:38
    #3

    ყველაზე ბანძი არჩევანი იქნება პრემიერ ლიგაში თამაში, განა იმიტომ რომ ვერ გაქაჩავს უბრალოდ სად ინგლისი და სად კატალონია… გუნდებს დაახლოებით ნახევარი ევროპის გადაფრენა მოუწევთ ერთი თამაშისთვის

  • Guro messi
    schedule 02 ოქტ 2017, 18:28
    #2

    ლა ლიგაში უნდა დარჩნენ რა პრემიერ ლიგა

  • gurgenidze
    schedule 02 ოქტ 2017, 17:43
    #1

    Saintereso iqneboda barca premier ligagashi