“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ჟერარ პიკეს, დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში “ლას პალმასთან” თამაში არ უნდოდა. ამ ინფორმაციას RAC1-ზე დაყრდნობით მადრიდული Marca ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასახდელში ფეხბურთელები ვერ თანხმდებოდნენ, მიეღოთ თუ არა მონაწილეობა მატჩში. ფეხბურთელთა უმრავლესობა ამ შეხვედრის ჩატარების მომხრე იყო. შედეგად, მოთამაშეებმა მოედანზე გასვლა გადაწყვიტეს.
მატჩი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო. კლუბს, კატალონიაში არეულობის გამო, ამ თამაშის გადადება უნდოდა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი თქვა.
კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება. ქუჩებში დამოუკიდებლობის მხარდამჭერებსა და ესპანურ პოლიციას შორის შეტაკებები ხდება. დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
აუმეც ეგ ვთქვი:) მეთქი 7ნოემბერი მოუწყო ესპანეთმათქო
მთავარია ვითამაშეთ და მოვიგეთ
ლივერპული ნახეთ რა დღეშია,ესენი ალბათ ევროპაზეც ვერ გავლენ ასეთი თამაშით.მაგათ უფროსობას ეგონა კოუტინიოს შევინარჩუნებ და ყველაფერი ჩვენიაო.უკანა ხაზი რო ასეთ მდგომარეობაში და 150 მილონზე უარს ამბობ რა ვიცი.იმედია კიდევ ბევრს გამაზავენ