“ვალენსია ბ”-ს მარჯვენა გარემარბი, ფერან ტორესი ესპანური გრანდების ყურადღებას იქცევს, იტყობინება As.
წყაროს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” აკვირდებიან.
მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, 8 მილიონ ევროს შეადგენს.
ფერან ტორესი ესპანეთის ნაკრებთან ერთად 17 წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ეს ჩვენთან წამოვა.