მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
TOP 5 რეკორდი, რომელიც მესიმ აუცილებლად უნდა დაამხოს

TOP 5 რეკორდი, რომელიც მესიმ აუცილებლად უნდა დაამხოს

მსოფლიოს საუკეთესო მცველების შესაშინებლად ლიონელ მესის ხსენებაც კი კმარა. უამრავი ჟურნალისტი მას “ღვთაებრივს” უწოდებს, მაგრამ ამ თემაზე ყველაზე მართებული იდეა პეპ გვარდიოლამ ჩამოაყალიბა: “ნუ ეცდებით მის აღწერას, უბრალოდ უყურეთ და ისიამოვნეთ.”

ლეო მესის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევენ და ამ მოსაზრებას სერიოზული საფუძველი აქვს. თუ მისი მიღწევების ჩამოთვლას დაიწყებთ, უთუოდ დაიღლებით.

რეკორდები? ამაზე არცკი იფიქროთ. ალბათ, თავად მესისაც არ ახსოვს, თუ რამდენ რამეს მიაღწია. პელესა და მარადონას თამაშის ხილვის შემდეგ, ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მათ შედეგებს ვერავინ გაიმეორებდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ლეომ ამ დონეს მიაღწია.

წარმოგიდგენთ 5 რეკორდს, რომელიც “ბარსელონას” ლიდერმა აუცილებლად უნდა დაამხოს.

1. ყველაზე მეტი მატჩი “ბარსელონას” მაისურით

კატალონიურ კლუბში მესის კარიერა 2004 წელს დაიწყო. ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (17) მოთამაშე გახდა, რომელმაც ლა ლიგის ფარგლებში გამართულ მატჩში მონაწილეობა მიიღო. მას შემდეგ, ლეომ გრძელი გზა გაიარა და უამრავი გოლი გაიტანა. ახლა, არგენტინელი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს მაღალ დონეზე ასპარეზობა კიდევ მრავალი სეზონის განმავლობაში შეუძლია, ის ამ მაჩვენებელს აუცილებლად გააუმჯობესებს.

ლიონელი ჩავი ერნანდესს “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით ჩამორჩება. ესპანელმა ნახევარმცველმა 1998-2015 წლებში “ბარსელონას” რიგებში 767 შეხვედრა ჩაატარა, მესის ანგარიშზე კი 593-ია. ამ რეკორდის დამხობა, სავსებით შესაძლებელია.

2. ყველაზე მეტი მატჩი ეროვნულ გუნდში

მესი არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია და ხავიერ ძანეტის ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ჩამორჩება (143).

ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩილესთან განცდილი მარცხის შემდეგ, მესიმ მოულოდნელად, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ძანეტის რეკორდი თითქოს ხელშეუხებელი დარჩა, მაგრამ ლეო დაბრუნდა და მორიგ მიღწევას უმიზნებს.

3. ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ბარსელონას” მაისურით

ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ გადაწმყვეტ მატჩში მონაწილეობის მიღება არგენტინელმა სამჯერ შეძლო (2009, 2011 და 2015). ის ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას ჩამორჩება.

2006 წელს, “არსენალთან” გამართული ფინალი (2:1) მესიმ ტრავმის გამო გამოტოვა. შეძლებს თუ არა “ბარსელონა” მიმდინარე გათამაშების საბოლოო ეტაპამდე მისვლას? საინტერესო კითხვაა.

“ბარსელონას” ფინალში გასვლის შემთხვევაში, ინიესტასთან სხვაობა უცვლელი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა არ მიიღო.

4. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ლა ლიგის ერთ კონკრეტულ მატჩში

ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთსა და ევროპულ არენაზე უამრავი რეკორდი დაამხეს, მაგრამ არის მაჩვენებელი, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს.

1932 წელს, “ატლეტიკის” ფეხბურთელმა, აგუსტინ საუტომ ლა ლიგის ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა, 20 წლის შემდეგ კი “ბარსელონელმა” ლადისლავ კუბალამ ეს მიღწევა გაიმეორა.

კრიშტიანუ რონალდუმ ერთ მატჩში პენტა-ტრიკის გაფორმება შეძლო, მესის ანგარიშზე კი მხოლოდ პოკერია.

5. გოლი თითოეულ წუთზე

ბუნებრივია, ეს ლეოსთვის ყველაზე რთული დავალება იქნება. მსოფლიოში მხოლოდ 2 ფეხბურთელს გაუკეთებია ეს – კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

რომელ წუთებზე არ გაუტანია ლეოს? პირველსა და მეორეზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • mero18
    schedule 01 ოქტ 2017, 10:36

    გეთანხმები, მესი ის განუსაზღვრელი პოტენციალის მქონეა, რომ მის წინაშე ასეთი ბარიერების გადალახვა არ იქნება ძნელი, თუმცა ამას გუნდის დანარჩენი ფეხბურთელებისგან კოლექტიური მხარდაჭერა სჭირდება. ამასთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ ფანებსა და უბრალოდ მაყურებელს მესიმ უკვე შესთავაზა ულამაზესი კომბინაციები, დრიბლინგი, მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა და ადამიანური ქცევები, რასაც თითქმის ვერავინ წაართმევს ამ დიდ ფეხბურთელს და ეს არის მისი ისეთი რეკორდი, რომელიც პრაქტიკულად დაუძლეველი დარჩება დიდხანს, თუ არა სამუდამოდ. მესის და მის ოჯახს ფარავდეს უფალი!!!!

  • Guro messi
    schedule 30 სექ 2017, 10:14

    ყველა რეკორდს დაამხობს ჩვენი მეფე

  • რეკლამირება
    schedule 29 სექ 2017, 23:22

    ციტატა: bacho-barca21
    Aramgoni mesi ver gaitans 1-da 2wutze aseve ver gaitans 7 gols an 8ss an 5s gana imitom ki ar vambob rom ar sheudzlia sheudzlia magram golebze daxamebuli ara. Tviton tu itans sxvasac ataniebs mashin unda dajdnen bijebi da ert ubralo tamashze mesis gataninon 7 an 6 burti


    გეთანხმები

  • bacho-barca21
    schedule 29 სექ 2017, 21:54

    ციტატა: გოგიტა
    ბიჭები პენტა ტრიკი რამდენია?


    Memgoni 5 tu 6si zustad ar vici Albat ufto 5ti

  • გოგიტა
    schedule 29 სექ 2017, 21:53

    ბიჭები პენტა ტრიკი რამდენია?

  • bacho-barca21
    schedule 29 სექ 2017, 21:53

    Aramgoni mesi ver gaitans 1-da 2wutze aseve ver gaitans 7 gols an 8ss an 5s gana imitom ki ar vambob rom ar sheudzlia sheudzlia magram golebze daxamebuli ara. Tviton tu itans sxvasac ataniebs mashin unda dajdnen bijebi da ert ubralo tamashze mesis gataninon 7 an 6 burti