“სანტოსის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ზაფხულში შეიძლება “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მას დიდი ხანია აკვირდება და ძალიან კმაყოფილებიც არიან.
როგორც უკვე გაირკვა ბრაზილიური კლუბი ფეხბურთელში 22 მილიონ ევროს ითხოვს. თუკი “ბლაუგრანას” მართლა სურს 18 წლის ტალანტის შეძენა, მაშინ მათ უნდა იჩქარონ რადგან მისით ასევე დიდი ხანია დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსი”.
ნეიმარმა “სანტოსის” რიგებში 112 მატჩი ჩაატარა და 57 გოლის გატანა მოახერხა. მან ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა 19 წლამდელთა გუნდში, სადაც 4 თამაში გამართა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს 7 ბურთი შეაგდო. ბოლოს როგორც იქნა დაინახეს მისი მაღალი კლასი და დიდებში გადაიყვანეს. ნეიმარი უკვე ორჯერ დაეხმარა თავის ქვეყანას და 1 გოლის გატანაც შეძლო.


