მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას პირველმა გოლმა გულშემატკივრების მოედანზე შეჭრა შეაჩერა

ბარსელონას პირველმა გოლმა გულშემატკივრების მოედანზე შეჭრა შეაჩერა

კატალონიის დამოუკიდებლობა ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა და ამ თემასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას ადგილობრივები ღიად გამოხატავენ, მათ შორის საფეხბურთო მატჩებზეც.

გუშინ, “ჟირონას” წინააღმდეგ მატჩისას ტრიბუნებზე “ბარსელონას” უამრავი ქომაგი შეიმჩნეოდა კატალონიის დროშით და იქიდან გამომდინარე, რომ “ჟირონაც” კატალონიური გუნდია, არ იყო გამორიცხული, რომ ორივე მხარე მატჩის მე-17 წუთზე ხმამაღალ შეძახილებზე გადავიდოდა და მოედანზეც შეიჭრებოდა, მაგრამ რამდენიმე წამით ადრე “ჟირონას” კარში გასულმა გოლმა გულშემატკივრებს ყურადღება გადაატანინა.

ასეთი ფაქტი რამდენჯერმე უკვე მოხდა და ყოველთვის შეხვედრის მე-17 წუთის და მე-14 წამზე, რადგან კატალონიამ დამოუკიდებლობა 1714 წელს დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ მოედანზე შესაძლო შეჭრა წინასწარ გათვალისწინებული იყო და მოედანზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, მაგრამ გოლის გასვლის შემდეგ მათი ჩარევა საჭირო აღარ გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 24 სექ 2017, 17:53

    ეს ყველაფერი უკვე სერიოზულ სახეს ღებულობს

  • Guro messi
    schedule 24 სექ 2017, 14:30

    გადარჩენილები ვართ

  • lupo
    schedule 24 სექ 2017, 14:20

    არ მინდა დამოიკუდებლობა მგონია რომ ბარსა დაიშლება გუნდი ახარ იქნება პრიმერაში და შესაბამისად ფეXბურთელებიც წავლენ გუნდიდან გადხდება უბრალოდ დაბალი დონის ესაა ცუდი თორე დამოუკიდებლობა აკრგია ეხა საქართველოში აფხაზეთში რომ ტარდებოდეს ჩემპიონატი რა დაბალი დონე იქნება ხო წარმოგიდგენიათ მსგავსი რაგაც იქნება