რობერტ ფერნანდესი: ჩვენი უპირატესობა დიდი არაა

რობერტ ფერნანდესი: ჩვენი უპირატესობა დიდი არაა

“ბარსელონამ” ლა ლიგა შთამბეჭდავად დაიწყო და საწყის 6 ტურში ქულაც კი არ დაუკარგავს და თავის უშუალო კონკურენტებს უკვე რამდენიმე ქულით უსწრებს, რაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ კლუბის ტექნიკური დირექტორის, რობერტ ფერნანდესის აზრით, სიხარული ჯერ ადრეა და გუნდის სიძლიერე რეალურად მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

ქულების მხრივ უპირატესობა დიდი არაა. წინ გრძელი სეზონია, ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასიც. ფეხბურთელებს სანაკრებო თამაშებზეც მოუწევთ გამოსვლა, ასე რომ, სეზონის ბოლომდე მოდუნების უფლება არ გვაქვს.” – აცხადებს ფერნანდესი Movistar-თან ინტერვიუში.

მან “ბარსას” ფეხბურთელებზეც ისაუბრა, კერძოდ კი ლუის სუარესსა და ლიონელ მესიზე.

სუარესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლებია, ამიტომ კარგია, რომ მან გატანა მოახერხა. ამით ყველანი გახარებულები ვართ, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის მოედანზე აქამდეც დიდ საქმეს აკეთებდა.

მესის შეჩერება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, ის მოედნის ბატონ-პატრონი იყო და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ “ბარსელონა” უპირატესობას ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსა” მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, ლისაბონში, “სპორტინგის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Guro messi
    24 სექ 2017, 14:16

    რა თქმა უნდა მოდუნება არ შეიძლება.მესი და სუა გუნდის ლიდერები არიან.
    ზამთარში არდა რაფინია გომეში უნდა გავუშვათ და გორეცკა მოვიყვანოთ.სერიც თი იყიდეს ხომ მთლად კარგი.

  • WinGs
    24 სექ 2017, 12:02

    ციტატა: M10 S9 D11
    შენი მოვალეობა ბარსაში ამ ეტაპზე არის რო შენ და შენმა უფროსმა გა****თ ბარსადან


    ამხელა მოვალეობისთვის თავის გართმევა გაუჭირდება ;დ