workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”რეალის” წინააღმდეგ ფინალი ფანტასტიკურია”

მასკერანო: ”რეალის” წინააღმდეგ ფინალი ფანტასტიკურია”

”ბარსას” ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო კმაყოფილია გუნდის ფინლაში გასვლით, თუმცა გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ წინ კიდევ ბევრი თამაშია და თასი მოგებულად მხოლოდ ფინალის შემდეგ ჩიათვლება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თასის ფინალში ”რეალის” წინააღმდეგ თამაში ფანტასტიკურია. ” ეს ძალიან კარგი თამაში იქნება, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს სამეფო თასის ფინალს”.
მასკერანო ”ატლეტიკოს” მცირე და კარგ გაფრთხილებას აძლევს: ”ბარსელონა” დიდებული გუნდია, თუმცა შეიძლება ჩვენც ნებისმიერ დროს წავაგოთ, რადგან ადამიანები ვართ და არა რობოტები. თუმცა სპორტში დასვენების დრო ძალიან იშვიათი და ახლა მე რელაქსაციისთვის დროს ვერ ვხედავ. ჩევნ უნდა ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე.
ხავიერმა კომპლიმენთებით შეაქო გვარდიოლა: ” როცა გუნდი თამაშობს, ამაში ყველაზე დიდი დამსახურება მწვრთნელს მიუძღვის. მან იცის როგორ უნდა მართოს და წაიყვანოს გუნდის თამაში. ის გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა”.
მასკერანო ასევე შეეხო მისსა და სერხიოს კონკურენციას და განაცხადა, რომ მათ შორის გასადელში არავითარი უთანხმოებაა და ისინი მხოლოდ მოედანზე უწვენ ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward