არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, დარიო ბენედეტომ მისი პარტნიორი, ლიონელ მესი დაიცვა. როგორც იცით, “ბარსელონას” ლიდერი ეროვნულ გუნდში ნაჩვენები თამაშის გამო ხშირად (და დაუმსახურებლად) ექვემდებარება კრიტიკას.
“მესის მიმართ ნათქვამი კრიტიკული სიტყვები მაღიზიანებს. საუბარია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს. არ ვპასუხობ ადამიანებს, რომლებიც ლიონელს აკნინებენ, რადგან მათ ფეხბურთი არ ესმით.”-ციტირებს ბენედეტოს სიტყვებს Ole.
როგორც იცით, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ვერ ასპარეზობს და ხორხე სამპაოლის გუნდი მუნდიალის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას.




არგენტინა დადებს მსოფლიოს მჯერა ამის