workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ბერნაბეუ  “ბარსელონას” სადარაჯოზე

ბერნაბეუ “ბარსელონას” სადარაჯოზე

ნუთუ შეიძლებოდა მისი ბედი სხვანაირად წარმართულიყო? რა თქმა უნდა. ისევე როგორც მამამისი, ბარსელონაში ცნობილი ადვოკატი, პიკე იურისტი შეიძლებოდა გამხდარიყო, ანაც დედის კვალს გაჰყოლოდა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორია. თუმცა, სენიორ ამადორომ ყველას აჯობა – პატარა ჟერარი ჯერ კიდევ წლინახევრის იყო ფეხბურთისადმი ინტერესის გამჟღავნება რომ დაიწყო.

დაბადებიდან კულე

ბერნაბეუ  "ბარსელონას" სადარაჯოზე

პიკეს ოჯახი

ბაბუა ამადორთან ერთად

გავიდა დრო და პიკემ საფეხბურთო ხელოვნების შესწავლა ბლაუგრანას სკოლაში დაიწყო, მისთვის სხვა სკოლა არ არსებობდა. “როდესაც ჟერარი საქმეში ვნახეთ, ეგრევე გადავწყვიტეტ მასთან კონტრაქტის გაფორმება, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით ბაბუამისი “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი რომ იყო”, – ეს სიტყვები კლუბის აკადემიის ერთ-ერთ მწვრთნელს ეკუთვნის.

10 წლის ასაკში პიკემ ერთი ბიჭუნა გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მის საუკეთესო მეგობრად იქცა. საუბარი ფრანსესკ ფაბრეგასზეა. “ღვიძლი ძმა არასდროს მყოლია, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჟერი ჩემი ძმაა. საბავშვო გუნდებში ყოველთვის გვესარჩლებოდა, მუშტების ქნევით გამოვარდებოდა ხოლმე საჯარიმოდან და მწვრთნელები ეხუმრებოდნენ, მორიგ ექსკურსიაზე თუ მიდიხარ, ჩანთის წაღება არ დაგავიწყდესო. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ შორი-შორს ვცხოვრობთ”.

ნამდვილ მეგობრობას ვადა არა აქვს

სხვადასხვა გარემოებათა გამო, 2004 წელს, ლა მასიას საუკეთესო გამოშვების ფეხბურთელთაგან “ბარსელონაში” მხოლოდ მესი დარჩა. სესკი “მეთოფე” გახდა, ხოლო პიკე “მანჩესტერს” შეუერთდა. “ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. თუმცა, უკან რომ ვიყურები, ვხვდები თუ რამხელა სარგებელი მომიტანა. ამ ნაბიჯმა, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი ძალიან შემცვალა”.

პიკეს მომავალი “იუნაიტედში” ძალიან ბუნდოვანი იყო, ამიტომაც “სარაგოსაში” გადაბარგება ჭკვიანური ნაბიჯი გახლდათ.

2008 წელი. დაბრუნება. “ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი. შესაძლოა, ზედმეტად თავდაჯერებულიც კი ვიყავი, მაგრამ ეს ისეთი წინათგრძნობა იყო, რომელსაც ახდენა უწერია ხოლმე”.

და დაიწყო!

პიკე “ბარსელონას” მთავარი ოინბაზია. მისთვის, “ბარსელონას” ოფიციალური არხის ტელეკამერების წინ პირსახოცით გავლა, პრობლემა სულაც არ არის. რა ექნა, ბოიანმა შამპუნი მოპარა და ხომ უნდა დაებრუნებინა.

ჟერარმა, საპასუხოდ თავისი საუკეთესო მეგობრის, კრკიჩის ძვირადღირებული მანქანა იოდით შეღება.

[media=http://www.youtube.com/watch?v=OFKeX4Qxvfw]

სწორედ პიკე ართობს თანაგუნდელებს ავტობუსითა და თვითმფრინავით მგზავრობისას. მას ბორტგამცილებლების შებმაც კარგად გამოსდის და ამა თუ იმ სიმღერის პაროდიის შესრულებაც.

როდესაც “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ჩემპიონატის მოგებას აღნიშნავდა, ჟერარმა მიკროფონში დაიყვირა, ვინც არ ახტეს, ის “რეალის” ფანი იყოსო და მთელმა სტადიონმა ხტუნვა დაიწყო. ხოლო როდესაც ბლაუგრანამ ბლანკოსი გაანადგურა 5:0-ზე, კამერებსა და ტრიბუნებს გაშლილი მტევანი აჩვენა და ყველა აიყოლია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=nx90AKQusk4]

ამ დიდი ბავშვის ქცევა ზოგიერთ ზედმეტად სერიოზულ გულშემატკივარს აღიზიანებს. მუნდიალზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე პიკე და ფაბრეგასი დიდხანს იცინოდნენ ბლაუგრანას მცველის ერთ-ერთ ხუმრობაზე. მოულოდნელად, პიკემ ავტობუსის სახურავზე მდგომი ადამიანებისკენ გადააფურთხა. მისი მსხვერპლი პატივცემული პედრო კორტესი შეიქნა, რომელიც თავის დროზე “ვალენსიას” პრეზიდენტი იყო, დღეს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=DMhmXBuUkzs]

“სეუტასთან” სათასო მატჩს, ჟერარდი, პუიოლთან ერთად, ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. პიკეს, უმოტივაციო თანაგუნდელების ბურთაობის ცქერა მალე მობეზრდა და გართობა გადაწყვიტა. მალე წინა რიგში მჯდომ მელოტ მამაკაცს თავში თხილის ნაჭუჭი მოხვდა. ეს უკანასკნელი წამოდგა, უკან მოიხედა და პიკეს რაღაც უთხრა, ბლაუგრანას უკანახაზელმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო, მე რა შუაში ვარ, ყველაფერში პუიოლია დამნაშავეო, ეხლა უკვე კარლესს მოუხდა თავის მართლება. საფინალო სასტვენისას, მელოტს უკვე ცარიელი ქაღალდის პარკი მოხვდა – პიკემ და პუიოლმა, რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ, გასახდელისკენ მოკურცხლეს. “დაზარალებული” “დამნაშავეების” ახლო მეგობარი გამოდგა – ხუანხო ბრაუ “ბარსას” ფიზიოთერაპევტია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=4ryFIz4Hx2g]

მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ, პიკემ და რეინამ ფაბრეგასს “ბარსელონას” მაისური ჩააცვეს, რითაც მასმედიის საშუალებები შეცდომაში შეიყვანეს. მეორე დღეს ყველა გაზეთი სესკის ბლაუგრანაში გადასვლაზე წერდა. გვარდიოლას პრესკონფერენციის მოწვევაც კი დასჭირდა ამ ცნობის გასაქარწლებლად. ეს პიკეს ხუმრობა იყო, ამ ბიჭს ზოგჯერ საშინელი რაღაცეების გაკეთება შეუძლიაო, იცინოდა ბლაუგრანას დამრიგებელი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=Ym9gUBwxNkE]

პიკე მართლაც დიდი ბავშვია, ის უბრალოდ სხვანაირია, არც პუიოლივით წყნარია, არც ხავისავით ტაქტიანი და არც მესისნაირი მორცხვი, მის გარეშე “ბარსა” სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ზოგჯერ ყველაზე მხიარული ადამიანების თვალსაც მოსწყდება ხოლმე ცრემლი, ცრემლი სიხარულისა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward