ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “პარი სენ-ჟერმენმა” “სელტიკი” სტუმრად 5:0 გაანადგურა. ნეიმარმა, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მეტოქე გუნდის 18 წლის მცველს, ენტონი რელსტონს, შეხვედრის შემდეგ, ხელი არ ჩამოართვა.
Sun Sport-ის მეორე დღის ნომრის გარეკანი ბრაზილიელის ამ ქმედებას მიეძღვნა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა “სელტიკის” (და არა მხოლოდ “სელტიკის”) ჰიმნის, You’ll never walk alone-ის ტექსტი გადააკეთეს და ნეიმარი მესის შეადარეს. “You’ll never be a Messi” (შენ ვერასდროს იქნები მესი) – ასეთი იყო Sun Sport-ის გარეკანზე წარწერა.