სანამ ერთმანეთს “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” პირველი გუნდები დაუპირისპირდებოდნენ, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა და ტურინელთა 19-წლამდელთა გუნდებმა ითამაშეს.
ეს შეხვედრაც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ამჯერად, კატალონიელებს უფრო გაუჭირდათ. “ბარსას” 19-წლამდელთა გუნდმა კარლეს პერესის მიერ 84-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.
ბარსელონა U19 – იუვენტუსი U19 1:0
ბარსელონა U19 (4-3-3): პენია, მორეი ბაუსა, ბრანდარის მოვილია (მინგესა 70), კუენკა ბარენო, მირანდა, მონჩუ, ბუსკეტსი, პუჩი, კოლიადო (კარლეს პერესი 46), რუისი, გომეს მარტინი (ფერნანდესი 82)
გოლი: კარლეს პერესი 84
ბრავო მაგარი გოლი იყო