მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კვლავ დომინირებს, ბუფონი დაეცა!

მესი კვლავ დომინირებს, ბუფონი დაეცა!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში “ბარსელონამ” თავის ქომაგებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ტურინელი კოლეგები დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს და წინა სეზონში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდები ანგარიშის გახსნას ცდილობდნენ. სერიოზული საკადრო პრობლემის მქონე “იუვენტუსმა” საწყის 45 წუთში უფრო მეტი დარტყმა განახორციელა (9), ვიდრე “ბარსელონამ”. (6). სამაგიეროდ, კატალონიელებმა ოპონენტს ბურთის ფლობაში აჯობეს – 65%-35%.

ტაიმის მიწურულს კოლექტივებმა ტემპი დააგდეს და მოსალოდნელი იყო, რომ პირველი ნახევარი უგოლოდ ჩაივლიდა. ამ დროს, სწორუპოვარმა ლიონელ მესიმ უეცრად გაიელვა და სერიოზულ განხილვის თემას ბოლო მოუღო – არგენტინელმა ლეგენდამ ბუფონის კარში გაიტანა.

პირველი ტაიმის სტატისტიკა

“ბარსელონამ” მეტოქე გასახდელში გოლით გააცილა და ამით სერიოზული მუხტი მიიღო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევარში კატალონიელები დომინირებდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა – 56-ე წუთზე სხვაობა ივან რაკიტიჩმა გაზარდა (2:0), 13 წუთის შემდეგ კი მესიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 3:0.

საბოლოო სტატისტიკა

პარალელურად, “ოლიმპიაკოსმა” “სპორტინგს” უმასპინძლა და მარცხი განიცხადა. ბერძნებს პორტუგალიელებმა მინიმალური ანგარიშით, 3:2 სძლიეს. “ბარსელონა” ამჟამად D ჯგუფის ლიდერია. მეორე ტურის მატჩს კატალონიელები ლისაბონური კლუბის წინააღმდეგ, ხოსე ალვალადეს სახელობის სტადიონზე გამართავენ, მანამდე კი “ხეტაფესა” და “ეიბარს” დაუპირისპირდებიან.

[media=https://www.youtube.com/watch?v=E3kctbteXrM]

“რეალთან” მიღებული ცივი შხაპის შემდეგ, “ბარსელონა” წარმატებულ სვლას განაგრძობს. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მას შემდეგ გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგეს, 12 გოლი გაიტანეს და მეტოქეს არცერთ მატჩში არ გაატანინეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (16)

  • yourego
    schedule 13 სექ 2017, 22:29

    აი ტოტენჰემს და ბორუსიას ისეთი შემადგენლობები ყავთ რეალს ძალიან უნდა გაუჭირდეს მემგონი, ეს ორი გუნდი ფორმაში თუ შევიდა ჯგუფში სენსაციას უნდა ველოდოთ, ტოტენჰემის დაცვა ძაან მომწონს შეტევასაც არ დაეწუნება რამე იგივე ბორუსიაც, საინტერესო სეზონი იქნება.

  • Just Fun
    schedule 13 სექ 2017, 22:07

    ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და თუ ამ ფორმას შევინარჩუნებტ შესანიშნავი იქნება

  • ChillO
    schedule 13 სექ 2017, 21:34

    მეფეეეეეეე

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 13 სექ 2017, 14:26

    ახლა რაცარის საჭირო ჩქარი ტემპით უკან სვლაა კონტრშეტევებზე მობილიზება არ უნდა გაგვეპარონ და ვსიო

  • Johan_Cruyff
    schedule 13 სექ 2017, 12:40

    ისე ბარსას პირველი გოლში პირველი მონაწილეობა მიიღეს მესიმ სუარესმა და დემბელემ

  • nika 54
    schedule 13 სექ 2017, 12:38

    ციტატა: LeoMessiFCBarcelonaArgentina10
    დარჩა მეკარე ვის წინააღმდეგაც უთამაშია და გოლი არ გაუტანია მისთვის?


    კი არის ასეთი რუბინის მეკარე რიჟიკოვი, 4 თამაში უგოლოდ. ყველა რუსი კომენტატორი ნტვ ფეხბურთზე გუშინ ამას იძახდა.

  • maxo barsa
    schedule 13 სექ 2017, 12:13

    leoo magarixar!!!!

  • Johan Cruyff 14
    schedule 13 სექ 2017, 12:04

    კარგია ესე მოგებაში გააგრძელეთ ყველასთან <3

  • Guro messi
    schedule 13 სექ 2017, 10:51

    ყველა მესიზე საუბრობთ და გასაგებია რატომაც ძაან მაგარი იყო მაგრამ ტერ შტეგენი რომ ძაან მაგრად თამაშობს და აგერ ზედიზედ ოთხი მატჩია გოლს არ უშვებს ამაზე რატო არაფერს იძახით

  • zura-barca
    schedule 13 სექ 2017, 10:48

    ტურინელებო მესისი ჩეიდევით მესისი… laughing

  • შალიკო II
    schedule 13 სექ 2017, 09:25

    შექსპირმა დაწერა ეს სტატია? joy joy

  • mero18
    schedule 13 სექ 2017, 08:48

    ვივა ბარსა!-მესი დაგლოცოს უფალმა!

  • DIMABARCA001
    schedule 13 სექ 2017, 06:23

    სწორუპოვარი ))) კაი იყო ადმინ ჩაგეთვალა

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 13 სექ 2017, 02:54

    დარჩა მეკარე ვის წინააღმდეგაც უთამაშია და გოლი არ გაუტანია მისთვის?

  • philipe coutinho
    schedule 13 სექ 2017, 01:36

    შტეგენი რომ გოლს არ უშვებს ტემაა :DD

  • Gerip3
    schedule 13 სექ 2017, 01:29

    მეფე ხარ ლეო !!! სოოორიიიი ბათ დიიზ იზ თრუუუუუ:))