“იუვენტუსის” ყოფილი ფორვარდის, დავიდ ტრეზეგეს აზრით, პაულო დიბალას ლიონელ მესის შეცვლა შეუძლია. ფრანგმა ექსფეხბურთელმა აგრეთვე “ბარსელონასა” და “ბებერი ქალბატონის” ხვალინდელ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
“ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კარგი შედეგის დაფიქსირება სურთ.
მესის შესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია. “ესპანიოლთან” მატჩში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. დიბალას ლეოს შეცვლა შეუძლია. “იუვენტუსის” ათიანი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. პაულოს უამრავი გოლი გააქვს და აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობა მოახერხოს.
მესის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა დიბალას მოტივაციას მისცემს. გასაგებია, რომ ლეო უფრო გამოცდილია, მაგრამ პაულო პროგრესს განაგრძობს და შეიძლება ითქვას, “ბარსას” ლიდერი მას განვითარებაში ეხმარება.“-ციტირებს ტრეზეგეს სიტყვებს Tuttosport.

ეჰ დიბალა არა ის კიდე მესიაა ჯერ და სანამ მესის ბუცი ფეხზე აცვია ლურსმანეზე არ დაუკიდა მანამდე ვერვინ შეცვლის და წლების მერეც როცა მეფე ბუცს ჩამოკიდებს მაინც პირველი იქნება მსოფლიოში და ლგენდა იქნება მანან სანამ განდაგურდება სამყარო
ლეო შეუცვლელია
საერთოდ არც უნდა შეადარო დიბალა მესის
მართალი ხარ ნაკრებში გააკეთოს რამე ამ იდიოტმა და დაეხმაროს მესის.
ჩამოეთრევიან მერე გუნდში და იკლავენ თავს თამაშით.
არამარტო დიბალა,ვაფშე დანარჩენებიც კუნძები არიან:) მესიც უკვე მარტო ვეღარ ათრევს გუნდს:) მართლა და მართლა ეგეც ადამიანია მაგასაც ემატება წლები და ეგეც იღლება რა:)
მესისს წინააღმდეგ არვიცი მაგრამ მესისთან ერთად ნაკრებში როა იქნებ იქ ისწავლოს რამე და გაანძრიოს ფეხი რო დაეხმაროს მესისაც და თავის თავსაც და გავიდნენ ჯგუფიდან:) ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?!:))
დიბალა ლეოსთან ახლოსაც არ დგას