“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ გუნდის კაპიტანი ანდრეს ინიესტა კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.
“ინიესტა დარჩება. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის, როგორც ფეხბურთელი, “ბარსელონაში” დაიბადა, თუმცა პირველი ნაბიჯები “ალბასეტეში” გადადგა.
ჩვენი ურთიერთობა ინიესტასთან განსაკუთრებულია, რადგან მან ეს დაიმსახურა თავისი საქციელისა და ყველა იმ ბედნიერი მომენტისათვის, რომლებიც მან გვაჩუქა”, – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს AS.
ანდრეს ინიესტა “ალბასეტედან” “ბარსელონაში” 12 წლის ასაკში გადავიდა. ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, კატალონიურ გრანდში 413 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.
ინიესტა აქ დაასრულებს კარიერას.
იმედია დარჩება ინი