მიმდინარე ზაფხულში არაერთხელ გამოჩნდა, რომ “ბარსელონას” მთავარი სამიზნე, ფილიპე კოუტინიო “ლივერპულის” დატოვებაზე უარის თქმას არ აპირებდა, მაგრამ გუნდებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ ბრაზილიელს ინგლისურ კლუბში მინიმუმ ერთი სეზონის გატარება კიდევ მოუწევს.
მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რა თქმა უნდა, კოუტინიოს სურვილით კმაყოფილი ვერ იქნებოდა, მაგრამ ახლა ის ამბობს, რომ ბრაზილიელს ამის გამო ამ სეზონში ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან პრობლემები არ შეექმნება და მისთვისაც გასაგებია, თუ რატომ სურდა “ლივერპულის” 10-იანს კლუბიდან წასვლა.
“ვფიქრობ თუ არა, რომ მას ვინმესთან პრობლემა ჰქონდა? ფეხბურთელების უმეტესობა უკვე მრავალი წელია ერთმანეთს იცნობს. ჩვენ ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ და დავრწმუნდი, რომ გუნდის წევრებთან და ფანებთან პრობლემა არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სიტუაცია უცნაური არ იყო, რადგან როცა საქმე ისეთ გუნდს ეხება, როგორიც “ბარსელონაა”, ვერავინ დაგადანაშაულებს, თუ წასვლა გინდა. ამის გაგება ყველას შეუძლია. სულ სხვა საქმე იქნებოდა, კოუტინიოს “ევერტონში” წასვლის სურვილი რომ ჰქონოდა.” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.



