მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალმა დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა

აბიდალმა დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომელმაც 2012 წელს კიბოს გამო ღვიძლის ტრანსპლანტაცია გადაიტანა, კლუბის ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო. მან დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა.

კლუბმა შექმნა რობოტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს “კამპ ნოუს” ვირტუალურად დათვალიერებაში ეხმარება. 13 წლის პოლი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ექსკურსია გაიარა.

ბიჭუნა ეწვია პრესკონფერენციის დარბაზს, მოედანსა და მუზეუმს. აბიდალმა მალევე ის საავადმყოფოშიც მოინახულა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა. მის საპატივცემულოდ “ბარსელონამ” რობოტს პოლი დაარქვა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=xzSjEBw05q4]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • 10 leo
    schedule 08 სექ 2017, 22:01

    ესკაცი <3 heart_eyes heart_eyes

  • SHOTAMESSI10
    schedule 08 სექ 2017, 19:56

    აბიიიი❤️

  • Just Fun
    schedule 08 სექ 2017, 18:46

    აუ ეს ახალი საიტის დიზაინი არმომწონს ძველი ჯობდა confused

  • ROUCH
    schedule 08 სექ 2017, 17:33

    ნამდვილად კარგი საქციელია, რაც შეეხება ამ ბავშვს ნათელში იყოს მისი სული disappointed_relieved

  • Guro messi
    schedule 08 სექ 2017, 16:53

    აუ საწყალი ბავშვი.ღმერთმა ყველა დაიფაროს