workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იუვენტუსის სპორტული დირექტორის მოწვევას გეგმავს

ბარსელონა იუვენტუსის სპორტული დირექტორის მოწვევას გეგმავს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “იუვენტუსის” სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მოწვევას გეგმავს.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონას” სურს, 45 წლის პარატიჩიმ ტრანსფერებზე იმუშაოს.

პარატიჩიმ ტურინული კლუბის გენერალური დირექტორთან, ჯუზეპე მაროტასთან ერთად მუშაობით “იუვენტუსს” ზედიზედ 7-ჯერ იტალიის ჩემპიონობა მოუტანა. მათ რამდენიმე მომგებიანი ტრანსფერი განახორციელეს, რომელთა შორის ანდრეა პირლო, სამი ხედირა და არტურო ვიდალი არიან.

ამავე დროს, ტურინული Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბარსელონაში”, პარატიჩისთან ერთად, შესაძლოა, მაროტაც გადავიდეს, რადგან ისინი ჯერ კიდევ “სამპდორიადან” მოყოლებული ერთად მუშაობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 06 სექ 2017, 09:53
    #6

    ძალიან კარგი.მაგრად მევასება იუვეს ხელმძღვანელობა ტიპები კაპიკებში ყიდულობენ კარგ ფეხბურთელებს

  • BARCELONA(iniesta)
    schedule 05 სექ 2017, 21:11
    #5

    მაროტა იუვეს პრეზიდენტი არაა?ბარსაში როგორ მოვა?

  • intskirveli.fcb
    schedule 05 სექ 2017, 16:35
    #4

    ძაანაც კაი თუ ორივე მოვლენ, მაროტა მაგარი ვინმეა, იგივე დიბალა მისი მიყვანილია პალერმოდან

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 05 სექ 2017, 16:09
    #3

    კაი სპორტული დირექტორი არის მაგრამ არამგონია ბარსაშიც იგივე იყოს იმიტომ რომ იუვეს სხვა სტილის იგროკები ყავს ბარსას კიდე სხვა

  • ROUCH
    schedule 05 სექ 2017, 16:06
    #2

    თუ პრეზიდენტმა არ მოინდომა ამათ რაც გინდა ქნან როგორ იყიდიან

  • vaso-BARCA
    schedule 05 სექ 2017, 16:02
    #1

    იტალიელები არ ამართლებენ