“ტოტენჰემის” ნახევარმცველის, ერიკ დაიერის აზრით, ფეხბურთელების ბრალი არ არის ის, რომ მათში კლუბები უზარმაზარ თანხას იხდიან.
“ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. არ ღირს ფეხბურთელების დადანაშაულება იმაში, რომ კლუბები მათ სანაცვლოდ კოლოსალურ თანხებს იხდიან.
დემბელეს ბრალი არ არის ის, რომ კარგი მოთამაშის სანაცვლოდ “ბარსელონა” 145 მილიონ ევროს იხდის. ეს ხელმძღვანელების პრობლემაა და არა უსმანის.“-ციტირებს დაიერის სიტყვებს The Independent.