“ბარსელონას” ყოფილმა და “პარი სენ-ჟერმენის” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა ეკვადორის ნაკრების დამარცხების შემდეგ კატალონიელთა სამიზნეზე, ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კოუტინიომ გოლის გატანა შეძლო, ამ მომენტისათვის მას კარგი დრო არ უდგას, იგი ძალიან სევდიანი და დამწუხრებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამარჯვებაში დაგვეხმარა.
კოუტინიო დიდებული და გამორჩეული ფეხბურთელია, იგი მატჩის მიმდინარეობაში ძალიან კარგად ჩაერთო.” – განაცხადა ექსბარსელონელმა.
