როგორც იცით, “ბარსელონას” გულშემატკივრების ნერვების ხარჯზე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ ესპანურ კლუბებს, მათ შორის “ბარსელონასაც”, ფეხბურთელების ყიდვა დღესაც შეუძლიათ.
ამ სიახლეში, დღის განმავლობაში გავრცელებულ ყველა, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
| 02:01 – | “ბარსელონასთვის” აშკარდ წარუმატებელი სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. ამ ფანჯრის დროს, კატალონიურმა კლუბმა დეულლოფეუ, სემედუ, პაულინიო და დემბელე იყიდა, ხოლო მასიპი, ტელიო, მატიე, ნეიმარი, სამპერი, მარლონი, დუგლასი და მუნირი გუნდიდან გაუშვა |
| 01:30 – | სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნახევარი საათი დარჩა… |
| 01:29 – | “ბარსელონა” არდა თურანს ვერ ყიდის, ერნესტო ვალვერდე კი აცხადებს, რომ თურქი მის გეგმებში არ შედის |
| 00:48 – | Mundo Deportivo: პსჟ დი მარიაში 80 მილიონს ითხოვდა |
| 00:22 – | RAC1-ის ჟურნალისტი ხერარდო მორენო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონამ” სატრანსფერო აქტივობა დაასრულა |
| 00:16 – | LaSexta-ს ჟურნალისტის, ხოსეპ სოლდადო გომესის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფეხბურთელის დამატება გადაიფიქრა. დირექტორების შეხვედრა დასრულებულია |
| 00:16 – | პსჟ-მ “ბარსელონას” შეთავაზება უარყო და ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჩაიშალა |
| 00:15 – | “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა |
| 00:00 – | სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათი დარჩა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ანხელ დი მარიას ველოდებით |
| 23:27 – | Sport: “ბარსელონამ” დი მარიას ტრანსფერზე შეთავაზება გაზარდა |
| 23:00 – | სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 3 საათი დარჩა |
| 22:07 – | Sport: “ბარსელონა” დი მარიას შეძენას კვლავ ცდილობს |
| 22:06 – | ოფიციალურად: მუნირი “ალავესიში” იჯარით გადავიდა |
| 19:16 – | Mundo Deportivo: მუნირ ელ ჰადადი “დეპორტივოში” გადასვლასთან ახლოსაა |
| 18:36 – | ალფრედო მარტინესი (OndaCero-ს ჟურნალისტი): “არც პარეხო, არც მაჰრეზი, არც ლემარი. ან სასწაული კოუტინიოს ტრანსფერზე, ან არაფერი” |
| 18:36 – | “ბარსელონამ” რაფინიას “ვალენსიაში” გაშვებაზე უარი თქვა |
| 18:05 – | La Sexta: “ვალენსია” “ბარსელონასთან” რაფინიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს |
| 17:56 – | Sport: “ბარსელონა” დანებდა, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი გამორიცხულია |
| 17:40 – | Sport: “ბარსელონა” და “ლივერპული” მოლაპარაკებებს განაგრძობენ, მაგრამ კატალონიელებში პესიმიზმი უფრო და უფრო მატულობს. ამის მიუხედავად, “ბარსელონა” ბოლომდე ბრძოლას აპირებს, “ლივერპული” კი კოუტინიოს მომდევნო ზაფხულამდე გაყიდვის ვარიანტს არც კი განიხილავს |
| 17:15 – | The Sun: “ბარსელონა” და “ლივერპული” შეთანხმდნენ, რომ ფილიპე კოუტინიო კატალონიურ კლუბში 150 მილიონ ევროდ გადავა, მაგრამ მომდევნო სეზონში |
| 17:09 – | LaSexta-ს ინფორმაციით, “ბარსელონა”, რომელიც ფილიპე კოუტინიოს შეძენის იმედს კარგავს, დანი პარეხოს ტრანსფერზე დაფიქრდა |
| 16:34 – | RAC1-ის ცნობით, “ბარსელონას” ოფისში, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, ძალიან პესიმისტურად არიან განწყობილები |
| 16:22 – | “ბარსელონას” გულშემატკივრები კვლავ სიახლეების მოლოდინში ვართ, მაგრამ კვლავ ყველა მხრიდან სიჩუმეა. არც მომსვლელი ჩანს ვინმე და არც წამსვლელი |
| 14:46 – | მიუხედავად იმისა, რომ რიად მაჰრეზი “ბარსელონაში” გადასვლის სურვილს გამოთქვამს, კატალონიური კლუბი “ლესტერის” ფეხბურთელით დაინტერესებული აღარაა. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს |
| 14:31 – | “ბარსელონამ” გუნდის მე-2 გუნდის 23 წლის ფეხბურთელს, ნილ პერდომოს კონტრაქტი გაუწყვიტა |
| 14:20 – | მუნირის მომავალს “მალაგას” უკავშირებენ. ანდალუსიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. |
| 12:59 – | ევროპული ქვეყნები, სადაც “ბარსელონას” ფეხბურთელების გაყიდვა/განათხოვრება ჯერ კიდევ შეუძლია: პორტუგალია, თურქეთი, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, ისრაელი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ანდორა, სან მარინო |
| 12:46 – | Cadena COPE ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალს” მესუთ იოზილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა. ლონდონელებმა კი 60 მილიონი ევრო მოითხოვეს |
| 12:36 – | Sport-ის ცნობით, კოუტინიოს ახლობლებს ტრანსფერის განხორციელების იმედი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ მათ იციან, რომ ეს ძალიან რთული იქნება |
| 12:17 – | The Sun-ის ინფორმაციით, “ბარსლეონამ” “ლივერპულს”, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე, მე-4 წინადადებით მიმართა და 150 მილიონი ევრო შესთავაზა |
| 11:47 – | ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ღამით, “ბარსელონამ” ანდრე გომეშის “ტოტენჰემისთვის” მიყიდვაზე უარი განაცხადა. კატალონიელებს ფეხბურთელის განათხოვრება უნდოდათ |
| 11:40 – | “ბარსელონაში” უკვე დილის 9 საათი და 40 წუთია, სიახლე კი ჭორის დონეზეც კი არაფერი ისმის |
| 05:23 – | Sport-ის ცნობით, “ლივერპული” მზადაა ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” 2018 წლის ზაფხულში გაუშვას |