Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ფილ ტომპსონმა “ლივერპულის” გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოუტინიო კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.
“მერსესაიდელები ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გაშვებაზე გამუდმებით უარს იმიტომ ამბობდნენ, რომ დრო არ ჰქონდათ მისი შემცვლელის მოსაყვანად.
“ლივერპულმა” ბრაზილიელის შემცვლელს “მონაკოში” მიაგნო და ინგლისში მიაჩნიათ, რომ ტომას ლემარი იდეალური ვარიანტია. ფრანგი “ლივერპულში” გადავა, შემდეგ კი მერსესაიდული კლუბი კოუტინიოს “ბარსელონაში” წასვლის უფლებას მისცემას.” – აცხადებს Sky Sports-ის წარმომადგენელი.