პორტალი Yahoo Sports ამტკიცებს, რომ მიმდინარე კვირაში ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას”ფეხბურთელი გახდება. ჟურნალისტ დანკენ ქესლის ინფორმაციით კი ამის შესახებ უკვე თავად ბრაზილიელმაც იცის.
ამასთან, მერსესაიდულმა კლუბმა კატალონიელებს ტრანსფერის გაოფიციალურების გაჭიანურება სთხოვა იქამდე, სანამ ის ტომას ლემარს გაიფორმებს, რომლის სანაცვლოდაც “მონაკოს” 80 მილიონს+ დივოკ ორიჯის სთავაზობს.


