“ბარსა” კოუტინიოს ტრანსფერში თურანს გამოიყენებს?

“ბარსა” კოუტინიოს ტრანსფერში თურანს გამოიყენებს?

“ბარსელონამ”, შესაძლოა, არდა თურანი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში გამოიყენოს, მაგრამ არა პირდაპირ. საუბარია თურქი ფეხბურთელის “მონაკოში” გაყიდვაზე, ეს კლუბი კი, თავის მხრივ, “ლივერპულს” ფილიპე კოუტინიოს შემცვლელით მოამარაგებს.

ცნობილია, რომ “ბარსელონას” ფილიპე კოუტინიო სურს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლივერპულელებს ბრაზილიელის შემცვლელად “მონაკოს” ფრანგი ნახევარმცველი ტომას ლემარი ჰყავთ შეგულებული. თავად საფრანგეთის ჩემპიონმა კი, 21 წლის ფეხბურთელის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად არდა თურანი მოინიშნა.

ასე რომ, არაა გამორიცხული, “ბარსელონამ” 2 კურდღელი ერთად დაიჭიროს – დიდი ხნის ნანატრი კოუტინიოც გაიფორმოს და ის ფეხბურთელიც გაუშვას, რომელიც მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward