მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ფერნანდესი: “სერის ტრანსფერი გამორიცხულია”

რობერტ ფერნანდესი: “სერის ტრანსფერი გამორიცხულია”

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი “ნიცადან” ჟან-მიკაელ სერის შეძენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

ცოტა ხნის წინ 26 წლის ფეხბურთელის კომენტარი გავრცელდა, სადაც ის აცხადებდა, რომ “ბარსელონაში” ტრანსფერის ჩაშლის გამო ძალიან გულდაწყვეტილია, მაგრამ ის იმედს არ კარგავს, რომ კატალონიურ კლუბში მაინც ითამაშებს. თუმცა, თუ ფერნანდესს დავუჯერებთ, ამის შანსი აღარ არსებობს.

“სერი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ “ბარსელონაში” მისი გადმოსვლა სრულიად გამორიცხულია. ყველაფერი დეტალურად განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, სხვა პოზიციები გავაძლიეროთ.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში