“ბარსელონას” ახალწვეულის, უსმან დემბელეს პრესკონფერენციაზე დიდი ნაწილი დაეთმო კლუბის სპორტული დირექტორის, რობერტ ფერნანდესის მიერ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემას.
რობერტმა დაადასტურა, რომ კოუტინიოს გაფორმებაზე მუშაობს. დი მარიას სახელი არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ კიდევ ორი ახალწვეულის ხილვა სურს.
“სიმართლეა, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, მიზანს მალე მივაღწევთ. ჩემი მიზანი ახალი ფეხბურთელის და თუ შესაძლებელია 2 მათგანის შეძენაა. თუმცა კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ.”
“კლუბებმა იციან ჩვენი მდგომარეობა და ფეხბურთელებსაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ გრძელვადიანი მოლაპარაკებების წარმოებისა. ჩვენ ვიცით რომელი ფეხბურთელი და რომელი პოზიციის გაძლიერება გვსურს, ამიტომ შეგვიძლია ბოლო მომენტამდე დავიცადოთ.”
