ფრანგულმა “ლიონმა” 18 წლის თავდამსხმელის, მიზიან მაოლიდას “ბარსელონაში” 8 მილიონ ევროდ გაშვებაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას TF1 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი მოულიდას დიდი ხანია აკვირდება. ახალგაზრდა თავდამსხმელის თამაში ერნესტო ვალვერდესაც მოსწონს, რომელსაც ფრანგი სამომავლოდ ჭირდებოდა. თუმცა, “ლიონმა” “ბარსელონას” 8-მილიონიანი შეთავაზება უარყო.
