კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ჰოლანდიელი ლეგენდის, პატრიკ კლუივერტის შვილი, უახლოეს მომავალში, “ლა მასიას” შეუერთდება.
პატრიკ კლუივერტმა თავისი შვილი, შეინი “პარი სენ-ჟერმენში” მას შემდეგ მიიყვანა, რაც ის ამ კლუბის სპორტული დირექტორი იყო. თუმცა, ახლა, ჰოლანდიელი პარიზულ კლუბში აღარ მუშაობს და მან გადაწყვიტა, საფრანგეთდან შვილიც წაიყვანოს. ამისთვის “ლა მასიაზე” უკეთეს ადგილს ვერ ნახავდა და მანაც გადაწყვიტა, შეინი “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიას მიაბაროს.
