
ხოსეპ გვარდიოლა საკუთარ თავს კარგი შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოდუნების უფლებას აძლევს. კვირას ”ბლაუგრანას” თავკაცი კატალონიის დედაქალაქში თეატრს სტუმრობდა, სადაც მუსიკალურ პიესას, სახელწოდებით ”Geronimo Stilton”-ს უყურა, გვამცნობს მადრიდული marca.
ამ პიესაში მოთხრობილია ფანტასტიკური მსოფლიოს შესახებ, სადაც მაგია, წარმოსახვა და ოცნებები ერთამეთში არეულია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გვარდიოლა ცნობილია როგორც თეატრის დიდი მოყვარული. ხუთშაბათს ხოსეპ გვარდიოლა კატალონიის ნაციონალურ თეატრში ოჯახის წევრებთან ერთად თვალს ადევნებდა პიესას სახელწოდებით ”Agost”.

