1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ბრაზილიელმა მაზინიომ მას “შეუდარებელი” უწოდა. “ვასკო და გამას”, “ფიორენტინას”, “ვალენსიას” და “სელტას” ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა: “იგი ბრწყინვალედ ფლობს ბურთს, კარგად შეუძლია შეტევაში გადასვლა და ასევე შეტევის თავადვე დასრულება; მას დიდი მომავალი აქვს.” გასაკვირი იქნებოდა მაზინიოს ტიაგო ასე რომ არ შეექო, იგი ხომ მისი მამაა.
მაგრამ მაზინიო არაა ერთადერთი, რომელიც ალკანტარაზე ასე საუბრობს. ხალხი მას “ბარსელონას” აკადემიის ერთ–ერთ საუკეთესო აღზრდილად მიიჩნევს. ასევე ბევრი მას “ჩავიესტას” მემკვიდრედ თვლის. რონალდინიოს რომ ადარებენ ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ტიაგოს ბრწყინვალე ტექნიკის მფლობელ ფეხბურთელად აღწერს, ხოლო ადამიანი, რომელიც პირველი იყო ვინც ალკანტარასთან იმუშავა, მასზე მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს: ვირტუოზი.
1991 წელს დაბადებული ყმაწვილი პატარაობაში სხვა ბიჭებისგან გამოსარჩევი იყო. მამა ფეხბურთელი იყო, დედა კი–ხელბურთელი. როგორც ვიცით სპორტული ტალანტით უნდა დაიბადო, რომ რაიმეს მიაღწიო, თუ ნიჭი არ გაქვს რაც არ უნდა ეცადო მაინც არაფერი გამოვა. ტიაგო შესაძლოა დედის კვალზე წასულიყო და ხელბურთელი გამოსულიყო, მაგრამ მდედრობით სქესს მამრობითმა აჯობა.
–მე მისთვის რაიმე განსაკუთრებული არ მიჩვენებია. იგი თავად მიყურებდა და ყველაფერს სწავლობდა. შემდეგ მივხვდი, რომ ალკანტარასგან დიდი ვარსკვლავი დადგებოდა და მართალიც ვიყავი. –განაცხადა ზიზინიომ.
პატარობა ტიაგომ ბრაზილიაში, იტალიაში და ესპანეთში გაატარა. უკვე 13 წლის ასაკში იგი “ბარსელონას” სკოლაში სწავლობდა, რომელიც მსოფლიოში ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესოა. 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებული 11 ფეხბურთელიდან 6 სწორედ “ბლაუგრანას” აღზრდილი იყო.
ტიაგო როცა “ბარსა ბ”–ში გადმოვიდა, მაშინ ამ გუნდის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იყო. პეპი მალევე დააწიანურეს და კლუბს სათავეში ლუის ენრიკე ჩაუდგა. სწორედ ენრიკეს მწვრთნელობისას გახდა ალკანტარა უფრო პოპულარული. ახლა იგი ცდილობს გაიაროს ჩავის და ინიესტას გზა. მან ბრაზილიას ესპანეთის ნაკრები ამჯობინა და უკვე 16 წლის იყო, როდესაც 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე 18 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მან ატლანტიკის თასი მოიგო (მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი). ტიაგო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და ასევე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა ფინალში.
ტიაგო ალკანტარა და სერხიო კანალესი–ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა. ისინი ბრწყინვალედ უგებენ ერთმანეთს. ალბათ ყველას გახსოვთ ინგლისთან გატანილი ჯარიმა: ბრაზილიელის შესანიშნავი გადაცემა და კანალესის წყნარი გოლი. ზუსტად იგივე მოხდა პოლონეთთანაც.
ხავიერ ლაგომ, “ბარსელონას” ერთ–ერთმა მწვრთნელმა ორიოდე სიტყვით ისაუბრა ტიაგოზე და თქვა, რომ იგი გუნდს აიძულებს ითამაშოს კარგად და რომ ის არ ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე. ალკანტარას თავისუფლად შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და შეტევების დაგვირგვინება. ეს შემდეგი ნაბიჯის გადასადგამად ძალიან კარგია, მაგრამ…
…როდის გადადგამს იგი შემდეგ ნაბიჯს? ტიაგოზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. იგი პირველად “ბარსელონას” მთავარ გუნდში 2010 წლის იანვარში გამოჩნდა. მთლიანობაში მას 1 საათი აქვს ნათამაშები. ალკანტარამ თავი “სეუტასთან” გამოიჩინა. გოლის არ გატანის მიუხედავად, მან 3 საგოლე პასი გააკეთა. მთელი მატჩის განმავლობაში იგი ბრწყინვალე იყო. ბრაზილიელმა მართლაც სასწაულები გააკეთა.
მემგონი უკვე დროა ტიაგოს დაწინაურების. მისი კონტრაქტის თანახმად “ბარსასგან” მან მხოლოდ 10 მილიონი ევრო უნდა აიღოს, თუმცა მისივე თქმით ფული არაფერს წყვეტს. მას უნდა, რომ ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური ეცვას და გაახაროს ჩვენი, “კულეების” გულები. იგი ნამდვილი ვირტუოზია. იმედია ძალიან მალე დააწიანურებს მისტერ პეპი ალკანტარას, ამით ყველანი კმაყოფილები დავრჩებით.