მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დემბელეს დასახვედრად ემზადება

“ბარსელონა” დემბელეს დასახვედრად ემზადება

სანამ სრულიად საფეხბურთო სამყარო უსმან დემბელეს ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას ელის, კატალონიელები უკვე გეგმავენ ახალგაზრდა ფრანგის განრიგს. შესაძლოა ფეხბურთელი, რომელიც კატალონიელებს 105 მილიონს +40 მილიონი (ბონუსების სახით) დაუჯდებათ, კვირას უკვე ესპანეთში გაემგზავროს.

პრეზენტაცია ორშაბათისთვისაა დაგეგმილი, თუმცა ჯერ ზუსტი დრო უცნობია. სამედიცინო შემოწმებას დემბელე “ბარსელონას” საავადმყოფოში ადგილობრივი დროით 8 საათზე გაივლის. აღსანიშნავია, რომ ნელსონ სემედუმ და პაულინიომაც ეს ტესტი ამავე საავადმყოფოში გაიარეს.

“კამპ ნოუ” გულშემატკივრებისთვის ღია იქნება, რომლებიც საკუთარი თვალით იხილავენ, თუ როგორ აიხდინა დემბელემ ოცნება. მისი დებიუტი 9 სექტემბერს “ესპანიოლის” წინააღმდეგ შედგება, 3 დღის შემდეგ კი “ბარსელონას” მაისურს ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩშიც მოირგებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში