მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
beINSPORTS: “ბორუსიასთან” შეთანხმება მიღწეულია!

beINSPORTS: “ბორუსიასთან” შეთანხმება მიღწეულია!

beINSPORTS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის შეთანხმება მიღწეულია. კატალონიელები ახალგაზრდა ფრანგის სანაცვლოდ გერმანელებს 150 მილიონ ევროს გადაუხდიან – 120 + 30 ბონუსების სახით. ტრანსფერი შესაძლოა დღესვე გაოფიციალურდეს.

კატალონიელებმა ბოლო შეთავაზება მონაკოში გააკეთეს, სადაც კლუბების წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დასასწრებლად შეიკრიბნენ. ხოსეპ მარია ბართომეუმ ტრანსფერის დასრულება თავის თავზე აიღო.

როგორც მოგეხსენებათ, დემბელე გუნდს 2 კვირის წინ გამოეყო.

აღსანიშნავია, რომ თუ დემბელეს ტრანსფერი მართლაც გაოფიციალურდა და იგი კატალონიელთა მეოთხე შენაძენი გახდა ნელსონ სემედუს, პაულინიოსა და დეულოფეუს შემდეგ, “ბლაუგრანას” ანხელ დი მარიასა და ფილიპე კოუტინიოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში