workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერის ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მაისურით თამაშის უფლება ექნება

სერის ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მაისურით თამაშის უფლება ექნება

“ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნე, ჟან-მიკაელ სერი, დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე, მიმდინარე სეზონში თავის მეოთხე მატჩს ჩაატარებს. აქამდე იგი 2-მატჩიან დაპირისპირებაში ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდა და “ნაპოლისთან” პირველ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად ამისა, თუ ტრანსფერი შედგება, სერის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობა შეეძლება. UEFA-მ წესები შეცვალა და ახლა ეს უკვე შესაძლებელია. ანალოგიური შემთხვევა იყო იასპერ სილესენზეც, რომელიც “ბარსამ” “აიაქსიდან” ჩემპიონთა ლიგაზე 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ შეიძინა.

ეს საკითხი “ბარსელონას” გულშემატკივრებს ძალიან აღელვებდათ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პრობლემა არ არსებობს და ახალი წესების მიხედვით სერის ჩვეულებრივად შეეძლება გუნდის დახმარება მესამე ფრონტზეც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward