ჟან-მიკაელ სერი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა. წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით შეთანხმება მალე გასაჯაროვდება.
სავარაუდოა, რომ სერი “ნაპოლისთან” მატჩს ითამაშებს და ამის შემდეგ კატალონიური გრანდის მეოთხე შენაძენი იქნება მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. გავლენიანი ესპანური Sport-ის ცნობით, სერი “ბარსასთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება.
როგორც ჩანს, “ოპერაცია სერი” საკმაოდ მალე დაიხურა, რადგან კლუბი უკვე რამდენიმე თვეა ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტობს. 10 დღის წინ, მათ ისიც შეატყობინეს, რომ მალე “ნიცა” შეთავაზებას მიიღებდა. თავის მხრივ, სერისაც სურს ესპანეთში გადაბარგება და კლუბებს შორის კარგმა ურთიერთობამ ყველაფერს ხელი შეუწყო.
ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელის აგენტი ბარსელონაშია და კვირის ბოლომდე ყველაფრის მოგვარებას ეცდება. ფრანგული წყაროები იმასაც გვამცნობენ, რომ პარასკევს სერი უკვე ლურჯ-ბროწეულისფერთა რიგებში იქნება.




კარგია.ხვალ უკვე გაოფიციალურდება
კარგია თუ, თუ ხვალ არ წავიკითხავთ ნიცას პრეზიდენტის ინერვიუს:"ბარსა? არა ჩვენ შემოთავაზება არ მიგვიღია" ან ასეთს: "სერი 100 მილიონზე ნაკლებად გუნდს არ დატოვებს, ის აქ ბედნიერია"
rato ver itamashebs dzma
იმიტომ რო ნიცას მაისურით ითამაშა წელს ლიგის საკვალიფიკაციოო
საკვალიფიკაციოზე არ მოქმედებს როგორც ვიცი ეგ წესი
მოქმედებს ძმა. არაუშავს ლა ლიგაში დაეხმარება გუნდს
სუარესი კლასია ტოპ ფორვარდია
chveulebrivad itamashebs ligaze tu gadmova barcashi.sakvalipakcio ar moqmedebs.
ki brat itamashebs
😀 😀
male mova magati droc
ლიგაზე ითამაშებს???
კაიაა არაუშავს და დემბელეც მოვაა 99%-ით
იყიდეთ არაბიძე არ წაიღეს ტვინი?!!
ise messis garda wesieri shemsrulebeli ar gvyavs
კაია კაი ნახევარდაცვაში დავაყენოთ სერი,პაულინიო,რობერტო ინიესტა ბუსკეცი,რაკიტიჩი,გომეში ზოლზე როგორც რაგბშია და მივაწვეთ და მივიტანოთ ბურთი მეტოქის საჯარიმოში და იქ მესი მერე იზამს რამეს… 🙂 რა დღეშია კლუბი….
rato ver itamashebs dzma
იმიტომ რო ნიცას მაისურით ითამაშა წელს ლიგის საკვალიფიკაციოო
საკვალიფიკაციოზე არ მოქმედებს როგორც ვიცი ეგ წესი
სამწუხაროდ ესეც მორიგი ჭორია