“ნიცას” ნახევარმცველი ჟან-მიკაელ სერი, რომელიც “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა, აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში თამაშზე ოცნებობს
“ბარსელონაში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ. მე “ბარსას” გულშემატკივარი ვარ, რადგან მისი თამაშის სტილი მომწონს. ბევრ ფეხბურთელს მოსწონს გუნდური თამაში. ამიტომ, “ბარსა” ჩემი გუნდია. თუმცა, არასდროს იცი, რა მოხდება ცხოვრებაში. ღმერთმა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტოს. არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამ დონეზე მისაღწევად”, – აცხადებს სერი 2015 წელს BeIN Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.
დღეს კი დაანონსდა, რომ ჟან-მიკაელ სერი “ბარსელონაში”, შესაძლოა, უკვე ამ კვირაში გადავიდეს.


