“ჰამბურგისა” და “შტუტგარტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი არმინ ფე დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, “ბარსელონას” სამიზნის, უსმან დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს.
“ამჟამად, “ბორუსიასთვის” დემბელეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი და აქედან გამარჯვებული ვერავინ გამოვა. პრობლემა ისაა, რომ დემბელეს საკუთარი თანაგუნდელები საერთოდ არ აღელვებს, რაც მათ იციან. ასე რომ, ფეხბურთელის გუნდში დარჩენა პრობლემას არ მოაგვარებს.” – განაცხადა ფემ Sport1-თან საუბრისას.
