ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა იან რაიტი ფილიპე კოუტინიოს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს კატალონიის “ბარსელონაში”.
“მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგის გასულ ტურში “ლივერპულის” დაცვაში ვნახე, კოუტინიო რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი რაც შემეძლებოდა იმისათვის, რომ “ბარსელონაში” გადავსულიყავი. მერსისაიდელებმა ფული უნდა დახარჯონ და მცველები შეიძინონ.” – ციტირებს რაიტის სიტყვებს BBC Radio 5 Live.