“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ გუნდის ლიდერთან, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დროის საკითხია.
“მესისთან შეთანხმება სრულადაა მიღწეული. ახლა ისღაა დარჩენილი, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად საუკეთესო დრო გამოვნახოთ.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს beIN Sports.
მესისა და “ბარსელონას” შორის ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება 5 ივლისს დაანონსდა, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებული ჯერ კიდევ არაა.