“ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” ცოტა ხნის წინ გადასული ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაზე კომენტარს აკეთებს.
“ძალიან დამწუხრებული ვარ. ეს ხელმძღვანელობა თანამდებობაზე არ უნდა იყოს. “ბარსელონას” გულშემატკივრები და ფეხბურთელები უკეთეს ხელმძღვანელობას იმსახურებენ.” – განაცხადა ნეიმარმა “ტულუზასთან” გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ.
