ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალური ქსელი მოიცვა ინფორმაციამ ლეო მესის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავრცელებული ცნობებით, “ქალაქელები” არგენტინელის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებდნენ. თუმცა, კატალონიურ Sport-თან ეს ინფორმაცია უარყო ინგლისურ კლუბთან დაახლოებულმა წყარომ.
კლუბის პოზიცია ნათელია – მათ ინტერესებში არ შედის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის გაფორმება და მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.
ეს ჭორები კი კლუბის მფლობელის განცხადებიდან დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ “სიტი” მალე მის ისტორიაში უდიდეს ტრანსფერს დაადასტურებდა. ამას დავუმატოთ ფაქტი, რომ მესის ჯერაც არ მოუწერია ახალ კონტრაქტზე ხელი, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება 5 ივლისს დაანონსდა და მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია არც ერთ სანდო პირს დაუდასტურებია, აურზაური მალე ატყდა.
უცხოური მედიის ცნობით კი, ეს აურზაური არაფერია, თუ არა უსაფუძვლო ჭორები და სოციალურ ქსელში აგორებული “სატრანსფერო საგა”.
