მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრეიგ ბელამი: “კოუტინიო “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს”

კრეიგ ბელამი: “კოუტინიო “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს”

“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი აცხადებს, რომ მისი აზრით, კოუტინიო ამ ზაფხულში “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს, რადგან ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა ძალიან რთულია.

კატალონიელებს ბრაზილიელის შეძენის ორი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ, ახლა კი, ერნესტო ვალვერდეს გუნდი მესამე შეთავაზებას ამზადებს, რადგან, სეზონის პირველმა ორმა მატჩმაც აჩვენა, რომ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გარეშე “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, ამჯერად “ბარსა” 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე იქნება თანახმა.

“როცა ფეხბურთელი მწვრთნელთან მივა და ეტყვის, რომ წასვლა უნდა, ის იგივე გუნდისთვის ძველებურად ვეღარ ითამაშებს, რადგან ყოველთვის წასვლის სურვილი ექნება.

ჩემთვის რომ რომელიმე ფეხბურთელს მოემართა გუნდის დატოვების თხოვნით, მე გამიჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ სურდა მას ეს, მაგრამ როცა ის მეტყოდა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ჰქონდა, გავუგებდი და არ დავაკავებდი.” – განაცხადა ბელამიმ.

კრეიგ ბელამი “ლივერპულის” ფეხბურთელი 2006-07 და 2011-12 წლებში იყო. მან მერსისაიდელებთან ერთად 79 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

ცოტა ხნის წინ კრეიგ ბელამი აცხადებდა, რომ კოუტინიო “ბარსელონაში” კიდევ ერთი წელი არ უნდა გადასულიყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში