“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი გუნდის ესპანელი უნივერსალის, სერჟი რობერტოს შესახებ საუბრობს.
“სერჟი რობერტოსთან დაკავშირებით ბევრი რამ მოვისმინეთ. მას ვესაუბრეთ კიდეც.
გვინდა, რომ სერჟის შესანიშნავი სეზონი ჰქონდეს. ეს, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია.
კანტერას აღზრდილ ფეხბურთელებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გარდა ამისა, სერჟი რობერტო მრავალმხრივი ფეხბურთელია და მას არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია.” – განაცხადა რობერტ ფერნანდესმა პაულინიოს პრეზენტაციის დროს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სერჟი რობერტოს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “იუვენტუსი” და “მილანი” იწვევენ. ეს გუნდები მზად არიან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.