საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” ქალაქ ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“ჩვენ ქალაქზე თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა ჩვენი ყველა ფიქრი ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ქალაქ ბარსელონას მცხოვრებლებთანაა.” – ვკითხულობთ “ბარსელონას” ოფიციალურ Twitter-ზე.
დღეს, ბარსელონას ცენტრში, რამბლას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა. დაშავდა 30 ადამიანი, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მაგრამ არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა ცამეტს აღწევს.
