მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი კარვახალი: “ბარსელონა” დიდებული გუნდია”

დანი კარვახალი: “ბარსელონა” დიდებული გუნდია”

“რეალის” განაპირა მცველმა, დანიელ კარვახალმა დაადასტურა, რომ გუნდი ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩისთვის სრული ძალებით ემზადება. პირველ შეხვედრაში მადრიდელებმა “ბარსას” სტუმრად სძლიეს (1:3) და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.

აგრეთვე, ესპანელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ნეიმარის საკითხსაც შეეხო, რომელმაც “ბარსელონა” 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.

“ბარსელონა” ჩვენი მეტოქეა. ეს არის დიდებული გუნდი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ასპარეზობდა. რაც შეეხება ნეიმარს, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მასთან ბრძოლა მიჭირდა.

“ბარსელონასთან” ბრძოლისას კონცენტრაციას არ ვაკეთებთ იმაზე, თუ ვინ გამოდის ჩვენ წინააღმდეგ, ნეიმარი თუ დეულოფეუ.”-ამბობს კარვახალი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში