ბოლო დროს სპორტული გამოცემები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სერჟი რობერტომ, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს, მაგრამ აქამდე მის მსურველად მხოლოდ “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსი” მიიჩნეოდა.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, ესპანელის შეძენით “მილანიც” დაინტერესდა, რომელმაც წელს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და მომავალ სეზონში შორს მიმავალი გეგმები აქვს.
კატალონიური პუბლიკაციები ირწმუნებიან, რომ რობერტო არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა გუნდში პაულინიოს მოსვლამ და იმ ფაქტმა, რომ ფეხბურთელი ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, შეიძლება მისი წასვლის შანსები გაზარდოს.
როგორც იცით, სერჟი რობერტოს გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.



