“ბარსელონას” მე-3 კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი, ესპანეთს სუპერ თასზე “რეალთან” განმეორებითი თამაშის წინ არაერთ საკითხზე საუბრობს
პირველ თამაშზე
“პირველ თამაშში ბევრი შეცდომა დავუშვით. დროულად არ ვმოძრაობდით.”
პეპ სეგურას მიერ პიკეს გაკრიტიკებაზე
“მან თავისი აზრი საუკეთესო გზით ვერ დააფიქსირა და კარგი იქნება, თუ კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელებს ნაკლებ მითითებებს მისცემენ.”
პაულინიოზე
“ვფიქრობ, პაულინიოს მოსვლა კარგია, რადგან ის ჩვენგან განსხვავებული ფეხბურთელი და კარგი მოთამაშეა.”
ტრანსფერებზე
“იმედი მაქვს, ბევრი და მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება. ნეიმარის წასვლის შემდეგ, ახალი შემტევები გვჭირდება.”
“მხოლოდ ერთი ნეიმარი არსებობს. ჩვენ მეტი და მაღალი დონის ფეხბურთელი გვჭირდება.”
ხვალინდელ თამაშზე
“3 გოლის გატანა ადვილი არ იქნება, მაგრამ “ბერნაბეუზე” ეს გაგვიკეთებია. უმაღლეს დონზე უნდა ვითამაშოთ და რაც ვიცით, მოედანზე ვაჩვენოთ.”
ახალ სეზონზე
“კარგი გუნდი გვყავს და სწორად მოქცევის შემთხვევაში, შეგვიძლია წარმატებული სეზონი ჩავატაროთ. ტექნიკური საკითხები კი მე არ მეხება.”
სერჟი რობერტოზე
“სერჟი რობერტოზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია და იმედი მაქვს ის ჩვენთან კიდევ დიდხანს იქნება.”
სერჟი სამპერზე
“სამპერი ძალიან კარგად ვარჯიშობს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება. “ბარსელონაში” ადგილის დამკვიდრება რთულია. აქ დიდი კონკურენციაა.”
“რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხვალ ღამით, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.



