workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” გზა ალიკანტემდე

”ბარსას” გზა ალიკანტემდე

”ბარსელონა” ალიკანტისკენ ესპანეთის დროით 10:30 წუთზე დაიძრა, სადაც დღეს საღამოს მატჩს გამართავს ადგილობრივი ”ერკულესის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ”ერკულესი” არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე პრიმერას გათამაშებაში ”ბარსა” დაამარცხა. გუნდში მთავარი სიახლეა ისაა, რომ ფეხის კუნთის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა დანი ალეში, რომელიც ახლა სრულ მზადყოფნაშია და შესაძლებელია ძირითადშიც ვიხილოთ. ასევე გუნდთან ერთად გაემგზავრა ”ბარსა ბ–ს” ორი მოთამაშე, ფონტასი და ნოლიტო, რომლებიც ტრავმირებულ პუიოლს და ჯეფრენს ცვლიან. რაც შეეხება ბოიანს, მას კვლავ აქვს კუჭთან დაკავშირებით პრობლემები. 
”ბარსა” ალიკანტეში თვირთმფრინავით გაემგზავრა. გუნდს ასევე გაჰყვა ვიცე პრეზიდენტი, ხორდი კარდენორი, სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და ასევე ხელმძღვანელობის სხვა წევრები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში