მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიერი ანრი: “ვიცი, რას გრძნობს კოუტინიო”

ტიერი ანრი: “ვიცი, რას გრძნობს კოუტინიო”

ბოლო დროს ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი ცნობილი ადამიანი აკეთებს კომენტარს.

მათ შორისაა ტიერი ანრიც, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე კოუტინიოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.

ანრიმ თავის დროზე “არსენალი”, სადაც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, 2007 წელს სწორედ “ბარსელონას” გამო დატოვა.

“მე მსგავს სიტუაციაში ვყოფილვარ და ვიცი, რა რთულია ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება. ვხვდები, თუ რას გრძნობს ახლა კოუტინიო.

“არსენალი” ძალიან მიყვარდა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურდა და სწორედ ამიტომ დავთანხმდი “ბარსელონას” შემოთავაზებას. ეს ის გუნდია, სადაც ტიტულებს აუცილებლად მოიგებ. თანაც, როცა კატალონიაში მივდიოდი, ვიცოდი, რომ იქ მესი, რონალდინიო და ეტო’ო დამხვდებოდნენ.

კოუტინიო კი, წასვლის შემთხვევაში, ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.” – განაცხადა ფრანგმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი “ბარსელონას” შემადგენლობაში 2007-დან 2010 წლამდე გამოდიოდა. მან გუნდში 121 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლის გატანაც მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში