ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, “ბარსელონას” ხშირად უკავშირებდნენ “ჩელსის” თავდამსხმელს, ედენ აზარს.
აქამდე საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არ მისულა, მაგრამ ესპანური გამოცემა Diario Gol ირწმუნება, რომ “ჩელსი” ბელგიელს დაახლოებით 120 მილიონ ევროდ შეელევა.
იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელები მთავარ სამიზნეებს ამაზე ნაკლებ ფასად ვერ შეიძენენ, ლონდონური გუნდის ვარსკვლავის გადმობირებაში ბედის ცდა ურიგო არ უნდა იყოს.
აზარს “ჩელსისთან” ერთად სეზონი ჯერ არ დაუწყია, რადგან მან კოჭის ტრავმა მიიღო და ცოტა ხანს დასვენება მოუწევს.



