workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტივენ ჯერარდი: “ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა”

სტივენ ჯერარდი: “ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა”

“ლივერპულის” ლეგენდა სტივენ ჯერარდი ფილიპე კოუტინიოს მიერ ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნას ეხმაურება.

“პრობლემა “ბარსელონაშია”, რომელიც ამბობს: “ან ახლა, ან არასდროს. თუ ის ახლა არ გადმოვა, ამ კანდიდატურას მომავალში აღარ მივუბრუნდებით.” კატალონიელები ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენენ, რაზეც კოუტინიოს ასეთი რეაქცია ჰქონდა.

კოუტინიო “ბარსელონაში” თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა. ახლა კი ის პანიკაშია, რადგან ფიქრობს, რომ თუ არა ახლა, ეს არასდროს მოხდება.

კოუტინიოს ვიცნობ. ის კარგი ბიჭია. ვიცი, რომ მას ამ ომის წამოწყება არ უნდოდა.

გახსოვთ, როგორი პრობლემები ჰქონდა კოუტინიოს “ინტერში”? ჩვენ მას შანსი მივეცით, გავზარდეთ როგორც ფეხბურთელი. მინიმუმი, რაც მას შეუძლია “ლივერპულისთვის” გააკეთოს, ამ კლუბში კიდევ ერთი წლის გატარებაა.

სუარესისა და კოუტინიოს შემთხვევები განსხვავებულია. ფილიპემ კონტრაქტი იანვარში გაახანგრძლივა, კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა და განაცხადა, რომ ბედნიერია. და როგორც კი “ბარსელონა” გამოჩნდა, მან ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ვფიქრობ, გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან და მათი უნდა გავიგოთ.” – აცხადებს ჯერარდი, რომელიც კოუტინიოსთან ერთად “ლივერპულში” 2013-2015 წლებში თამაშობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward